იამაიკელი მომღერლის, ბობ მარლის, საუკეთესო სიმღერათა კრებული. კრებულში შედის ბობ მარლის ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორებიცაა: “Small Axe” და “One Love”. გასაყიდი ვინილი არის 1991 წლის საბჭოთა პრესი ანტროპის ლეიბლზე, რომელიც წარმოადგენს იშვიათ ეგზეპლარს. ფირფიტა პრაქტიკულად უხმარია, შესაბამისად, იდეალურ მდგომარეობაშია. ყდა ძალიან კარგ მდგომარეობაშია.