ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის, ბობ დილანის, საუკეთესო ჰიტთა კრებული, რომელიც გამოვიდა 1966 წელს. კრებულში შედის ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა: “Just Like A Woman”, “Blowin’ In The Wind” და “Like A Rolling Stone”. გასაყიდი ვინილი წარმოადგენს 1966 წლის ბრიტანულ პრესს “CBS Records – ის” ლეიბლზე, ფირფიტა შესანიშნავ მდგომარეობაში, ყდა ძალიან კარგ მდგომარეობაშია.