ამერიკელი შემსრულებლის, ბილი აილიშის მეორე სტუდიური ალბომი. ალბომი შეიცავს მომღერლის ჰიტებს: Male Fantasy, My Future, Happier Than Ever. სიმღერათა სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ყდის უკანა მხარეს. გასაყიდი ფირფიტა არის 2021 წლის გასაშლელი – გეითფოლდ პრესი, ინტერსკოპ რეკორდსის ლეიბლზე. ყდა მარჯვენა ქვედა კუთხეში დაზიანებულია წყლით, თუმცა კარგ მდგომარეობაშია. ფირფიტა დაუკვრელია, შესაბამისად, იდეალურ მდგომარეობაშია.