background

ჩვენს შესახებ

ჰოლდინგ გეონოვაციის წევრი კომპანია „ვინილი და ტექსტილი“ არის ვინილისა და რბილი იატაკის საფარის ფრანგული მწარმოებლების, ამ სფეროს მსოფლიო ლიდერების – ჟერფლორისა (საკონტრაქტო იატაკის კოლექციების ექსკლუზიური წარმომადგენლობა) და ტექსომის წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენი თანამშრომლობა ამ კომპანიებთან უკვე ემყარება სოლიდურ საფუძველს. სწორმა გადაწყვეტილებებმა და გეგმაზომიერმა სვლამ მიზნისკენ, მცირე დროში შეგვაძლებინა ჩვენი პორტფელის გამრავალფეროვნება ფუნქციურად ურთიერთგანსხვავებული პროექტებით. თავად განსაჯეთ, ჩვენ უკვე გვენდო მაკდონალდსი, ჯეოსელი, ვენდი, ჩაფიძის გულის კლინიკა, მედიქლაბი, კავკასიის ფრანგული სკოლა, ლიბერთი ბანკი და სხვ.

ჩვენი მხრიდან ხარისხიანი მონტაჟისა და საგარანტიო მომსახურების შეთავაზების გარდა, ყოველივე ეს, ცხადია, თავად მასალების ხარისხის და ხალასი ფერების დამსახურებაც გახლავთ. 80- ზე მეტ კოლექციაში ყველას შეუძლია შეარჩიოს მისი პროექტისთვის შესაფერისი მოდელი და ტექსტურა.

გარდა იატაკის საფარისა, ჟერფლორის შვილობილი კომპანიები – SPM და ROMUS გთავაზობთ მომიჯნავე პროდუქციის სრულ სპექტრს – კედლის, კუთხისა და კარის დამცავ პანელებს, კარებს, სადერეფნე მოაჯირებს, პლინტუსებს, საფეხურებს, საშხაპე სისტემებს, ყველა ამ სამუშაოსთვის საჭირო ინსტრუმენტებს და სხვ.

დასასრულს, იმასაც გეტყვით, რომ ჟერფლორი სპორტული საფარის ჩემპიონია! – უკანასკნელ 10 ოლიმპიურ თამაშებზე (მონრეალიდან (1976 წ.) ლონდონამდე (2012 წ.)) სწორედ ჟერფლორი მასპინძლობდა ხელბურთის, ფრენბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებს.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია გთავაზობთ სარემონტო სამუშაოების სრულ სპექტრს, ინტერიერის დიზაინიდან ავეჯისა და აქსესუარების მოწოდებამდე. ამგვარად, თქვენ ისარგებლებთ სრული სერვისის კომფორტით ჩვენი ოფისიდან გაუსვლელად.

შეიტყვეთ მეტი ინტერიერის დიზაინისა და სარემონტო სამუშაოების შესახებ სერვისისა და პროდუქციის შესაბამის განყოფილებებში.

წარმატებებს გისურვებთ,

რჩეული პროექტები

გაიგე მეტი

კომპანიის პარტნიორები

მოგვწერეთ



(+995 32) 218 4441; (+995 32) 500 180

ბიზნეს ცენტრი საგა ბელიაშვილის ქ. N145, 0160 თბილისი საქართველო

info@vinyl.ge